საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, 2018 წლიდან ანხორციელებს საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასებას, რომელიც დაყოფილია 3 ძირითად კატეგორიად და 7 ქვე კატეგორიად:
✅ 1) საკრებულოს წევრთა ზოგადი შეფასება - კატეგორიის მიზანია ზოგადად დაადგინოს რამდენი აქტიურია, რამდენი მეტ-ნაკლებად აქტიური, რამდენი მეტ-ნაკლებად პასიური და რამდენი პასიური წევრია საკრებულოებში მთავარი (ძირითიად) და საკომისიო სხდომების მიხედვით.
✅ 2) საკრებულოს არჩეულ წევრთა ინდივიდუალური შეფასება - კატეგორიის მიზანია მათემატიკური სიზუსტით შეაფასოს ინდივიდუალურ წევრთა აქტიურობის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება საკრებულოს არჩეულ წევრთა მიერ გაკეთებული განცხადებათა რაოდენობით, შეკითხვების რაოდენობით, კომენტარების რაოდენობით, აზრის გამოთქმის რაოდენობით, მოხსენება ან თანამოხსენების რაოდენობით და ინიციატივების რაოდენობით. მაგალითად:
✔ საკრებულოს წევრი აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 8 და მეტი.
✔ საკრებულოს წევრი მეტ-ნაკლებად აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 5-7 ფარგლებში.
✔ საკრებულოს წევრი მეტ-ნაკლებად პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 2-4 ფარგლებში.
✔ საკრებულოს წევრი პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 0-1 ფარგლებში.
✔ ინიციატივების დამუშავება მოხდება, როგორც რაოდენობრივად ისე შინაარსის მიხედვით (საკრებულოს წევრს ინიციატივები არ ანიჭებს უპირატესობას).
✅ 3) საკრებულოს არჩეულ წევრთა ყოველთვიური ანაზღაორება - კატეგორიის მიზანია მათემატიკური სიზუსტით დაიანგარიშოს ბიუჯეტიდან გაღებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა ხელფასი, ბონუსი, ჯილდო (ფინანსური სახით) და სხვა.
2022 წლიდან საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასების ფარგლებში, მათშორის დაემატება "სამივლინებო ხარჯები" და შეფასების კრიტერიუმები გაიზრდება (მაგ: პასიური 0-3, მეტ-ნაკლებად აქტიური 7-9).
შეფასების პერიოდი: 2024 წლის II კვარტალი იხ. წყარო
შეფასების პერიოდი: 2024 წლის I კვარტალი იხ. წყარო
შეფასების პერიოდი: 2023 წელი: I კვარტალი (წყარო), II, კვარტალი (წყარო), III კვარტალი, (წყარო), IV კვარტალი, (წყარო)
შეფასების პერიოდი: 2022 წელი: I კვარტალი (წყარო), II, კვარტალი (წყარო), III კვარტალი, (წყარო), IV კვარტალი, (წყარო)
შეფასების პერიოდი: 2021 წელი: I კვარტალი (წყარო), II, კვარტალი (წყარო), III, კვარტალი, (წყარო), IV, კვარტალი, (წყარო),
შეფასების პერიოდი: 2020 წელი: I კვარტალი (წყარო), II, კვარტალი (წყარო), III, კვარტალი, (წყარო), IV კვარტალი (წყარო),
იხილეთ, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები საკრებულოს - რეკომენდაციების პერიოდი მოიცავს 2020 წელის I, II, III და IV კვარტალს - იხილეთ დოკუმენტი...
შეფასების პერიოდი: 2019 წელი: I კვარტალი (წყარო), II, კვარტალი (წყარო), III, კვარტალი, (წყარო), IV კვარტალი (წყარო)
იხილეთ, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები საკრებულოს - რეკომენდაციების პერიოდი მოიცავს 2019 წელის I, II, III და IV კვარტალს - იხილეთ დოკუმენტი...
შეფასების პერიოდი: 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან, 2018 წლის ოქტომბრის 25 რიცხვის ჩათვლით. იხ. წყარო