Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_top position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_bottom position below the menu.

Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_bottom position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_top position below the search.
უმაღლესი საბჭოს წევრთა აქტიურობის შეფასება
  • ქარ-Geo
  • English (UK)

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, 2021 წლიდან ანხორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა აქტიურობის შეფასებას, რომელიც დაყოფილია 3 ძირითად კატეგორიად და 8 ქვე კატეგორიად: 

✅ 1) უმაღლესი საბჭოს წევრთა ზოგადი შეფასება - კატეგორიის მიზანია ზოგადად დაადგინოს რამდენი აქტიურია, რამდენი მეტ-ნაკლებად აქტიურ, რამდენი მეტ-ნაკლებად პასიური და რამდენი პასიური წევრია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, პლენარული და საკომიტეტო სხდომების მიხედვით.

✅ 2) უმაღლესი საბჭოს არჩეულ წევრთა ინდივიდუალური შეფასება - კატეგორიის მიზანია მათემატიკური სიზუსტით შეაფასოს ინდივიდუალურ წევრთა აქტიურობის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს არჩეულ წევრთა მიერ გაკეთებული განცხადებათა რაოდენობით, შეკითხვების რაოდენობით, კომენტარების რაოდენობით, აზრის გამოთქმის რაოდენობით, მოხსენება ან თანამოხსენების რაოდენობით და ინიციატივების რაოდენობით. მაგალითად: 

✔ უმაღლესი საბჭოს წევრი აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 10 და მეტი.

✔ უმაღლესი საბჭოს წევრი მეტ-აქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 7-9 ფარგლებში. 

✔ უმაღლესი საბჭოს წევრი მეტ-ნაკლებად პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 4-6 ფარგლებში. 

✔ უმაღლესი საბჭოს წევრი პასიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ საკვლევ პერიოდში, მისი აქტიურბა (განცხადება, შეკითხვა, კომენტარი, აზრის გამოთქმა, მოხსენება/თანამოხსენება) რაოდენობრივად იქნება 0-3 ფარგლებში. 

✔ ინიციატივების დამუშავება მოხდება, როგორც რაოდენობრივად ისე შინაარსის მიხედვით (უმაღლესი საბჭოს წევრს ინიციატივები არ ანიჭებს უპირატესობას). 

✅ 3) უმაღლესი საბჭოს არჩეულ წევრთა სამივლინებო ხარჯები და ყოველთვიური ანაზღაორება - კატეგორიის მიზანია მათემატიკური სიზუსტით დაიანგარიშოს ბიუჯეტიდან გაღებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა ხელფასი, ბონუსი, ჯილდო (ფინანსური სახით) და სხვა. ასევე, კატეგორიის მიზანია დაიანგარიშოს ბიუჯეტიდან გაღებული ისეთი ხარჯები როგორიცაა, მივლინების ხარჯი აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, მივლინების ხარჯი საქართველოს ტერიტორიაზე, მივლინების ხარჯი საზღვარგარეთ და მივლინების სხვა ხარჯები

 ❌ შესაძლო ცდომილების მაქსიმალური მაჩვენებელია 3%

 

შეფასების პერიოდი: 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სესიები (იანვარი-ივლისი) იხ. წყარო 

Loading...

 

შეფასების პერიოდი: 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის სესიები (სექტემბერი-დეკემბერი) იხ. წყარო 

Loading...

 

შეფასების პერიოდი: 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სესიები (მარტი-აგვისტო) იხ. წყარო 

Loading...

 

შეფასების პერიოდი: 2022 წლის საშემოდგომო სესია (2022 წლის დეკემბრის ჩათვლით) იხ. წყარო 

Loading...

 

შეფასების პერიოდი: 2022 წლის საზაფხულო სესია იხ. წყარო 

Loading...

 

 

 

შეფასების პერიოდი: 2021 წელი (დაარქივებული): I კვარტალი (წყარო), II კვარტალი (წყარო), III, კვარტალი, (წყარო), IV კვარტალი (წყარო),

 

 

ნავიგაცია

111 Vakhtang Gorgasali St, Batumi 6010