Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_top position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_bottom position below the menu.

Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_bottom position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_top position below the search.
თვითმმართველობის სკოლა
  • ქარ-Geo
  • English (UK)

ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროექტია, რომელსაც ანხორციელებს 2017 წლიდან.

ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის პროექტი ხორციელდება  ყოველწლიურად, წელიწადში ერთჯერ და გრძელდება 2 თვის განმავლობაში სადაც ადგილობრივი და მოწვეული სპიკერები ატარებენ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემების ირგვლივ როგორებიცაა: 

აქტიური მოქალაქეობა, თვითმმართველობის ისტორია, თვითმმართველობის არსი, დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა, თვითმმართველობის გამჭირვალობის მნიშვნელობა, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში, თვითმმართველობის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპები და მნიშვნელობა, ადგიობრივი თვითთმართველობის ევროპული გამოცდილება, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა და სხვა... 

ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ საშუალება დაესწრონ საკრებულოს კომისიის სხდომებს და პრაქტიკაში იხილონ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები.

ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლის მიზანია მონაწილეებმა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა, რა უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობას, საკრებულო და საკრებულოს წევრთა საქმიანობა, ანგარიშვალდებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპები და მნიშვნელობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა თვითმმართველობაში, აქტიური მოქალაქეების როლი და სხვა.

სკოლის ფარგლებში ყოველწლიურად იგეგმება 12-15 სალექციო კურსი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

სკოლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე და სკოლაში მონაწილეობა უფასოა. 

შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭებათ ქალთა მონაწილეობას და ეროვნულ უმცირესობების ჩართულობას. 

2020 წლის თვითმმართველობის სკოლის აპლიკაციის გამოცხადების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდება აქ

 

      ლაშა კომახიძე - ქალაქ ბათუმის მერი 

      გია აბულაძე - დეპუტატი

      რომა დოლაბერიძე - საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროგრამების ხელმძღვანელი

      გიორგი ხიმშიაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე            (2016-2018 წლები)

 

      ზვიად ბერიძე - იურისტი, განათლების მინისტრის მოადგილე (2011-2012)

 

 

 

 

ნავიგაცია

111 Vakhtang Gorgasali St, Batumi 6010