Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_top position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_bottom position below the menu.

Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_bottom position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_top position below the search.
აღმასრულებელი საბჭო
  • ქარ-Geo
  • English (UK)

მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება

შორენა  დოლაბერიძე - შორენა დოლაბერიძე არის CDA-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს მართვის 7 წლიანი გამოცდილება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2006 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის პროგრამებში როგორც ლიდერი, ტრენერი და აქტიური მონაწილე. შორენა დოლაბერიძე არის განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის მაგისტრი (2013-2015 წლები) და დოქტორანტი St. Cloud State University-ში (USA) და არის ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი. შორენას გააჩნია 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება საჯარო და კერძო სკოლებში. შორენა დოლაბერიძეს, პროექტების მართვის მიმართულებით უმუშავია ისეთ ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციაში როგორიცაა World Vision.  ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1984 წელს.

 

გიული თავდგირიძეარის CDA-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ის არის ბსუ-ს დოქტორანტი და მას გააჩნია პროექტების მართვის 4 წლიანი გამოცდილება. 2008 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის პროგრამებში როგორც მონაწილე და როგორც ტრენერი. ასევე, გიულის გააჩნია 10 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებში (მათშორის მმართველობით რგოლებში). ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1984 წელს.

 

თამარ ზაქარაშვილი - თამარ ზაქარაშვილი CDA-ს შემოუერთდა 2018 წლიდან, ხოლო 2019 წლიდან არის CDA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი. თამარი არის University of Minnesota Law School-ის მაგისტრი. მას გააჩნია მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო (საკრებულო) ისე კერძო სექტორში. თამარს გააჩნია მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება Rivera law firm და Advocates for Human Rights-ში (აშშ). ასევე, აშშ-ში მას გავლილი აქვს სასამართლო სტაჟირება Hennepin County District Court-ში. 2018 წლიდან, თამარ ზაქარაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იგი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1987 წელს.

 

ვიტალი აბულაძe - ვიტალი არის ბსუ-ს ეკონომიკის მაგისტრი და მისი მიმართულებაა ფინანსები და საბიუჯეტო პოლიტიკა. საფინანსო და საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებით ვიტალი აბულაძის გამოცდილება მდიდარია და იგი წლების განმავლობაში, სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებში წარმატებით მუშაობდა მმართველ პოზიციებზე. მას მრავლად აქვს გავლილი როგორც ადგილობრივი ისევე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ტრენინგები. 2019 წლიდან, ვიტალი აბულაძე არის "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1980 წელს.

 

ნინო რამიშვილი - ნინო რამიშვილი  არის "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" აქტიური წევრი 2018 წლიდან. ხოლო 2019 წლიდან ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. განათლება აქვს მიღებული უკრაინაში, "Ukrainian State Maritime University"-ში ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი). მისი მიმართულებაა საბიუჯეტო და საფინანსო ანალიტიკა. ნინო რამიშვილს გააჩნია 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო და საბიუჯეტო მიმართულებით, ხოლო აქედან 10 წელი ხელმძღვანელ პოზიციებზე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1963 წელს. 

 

ანა კვაჭაძე - ანა კვაჭაძე  არის "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2019 წლიდან. ანა არის განათლების მაგისტრი (2015-2017) და ინგლისური ენა და ლიტერატურის ბაკალავრი (2002-2006). მას გააჩნია პედაგეგობის 12 წლიანი გამოცდილება. ანას გავლილი აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები (ტრენერთა ტენინგები და სხვა). ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაიბადა 1984 წელს.

 

რომა დოლაბერიძე - რომა დოლაბერიძე  არის "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" წევრი 2016 წლიდან. ხოლო 2019 წლიდან ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მისი მიმართულებაა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, საკრებულოს წევრთა მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. რომას გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლიანი  გამოცდილება (უნივერსიტეტი და სამინისტრო). ასევე, მას აქვს პროექტების მართვის 4 წლიანი გამოცდილება. ის აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის პროგრამებში (SALTO, Youth in Action და Erasmus) როგორც ლიდერი და აქტიური მონაწილე. რომა არის ბსუ-ს მაგისტრი "ინფორმაციის დამუშავების და მართვის მიმართულებით" გავლილი აქვს "დემოკრატიის სკოლის" კურსი. ფლობს ინგლისურს, იტალიურს და რუსულ ენებს. დაიბადა 1985 წელს.

 

 

 

 

ნავიგაცია

111 Vakhtang Gorgasali St, Batumi 6010