რეკვიზიტები: ს/კ 445452411
დასახელება: ა(ა).ი.პ „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“
ა(ა).ი.პ „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ დაარსდა 2014 წელს, ხოლო აქტიური საქმიანობა დაიწყო 2016 წლიდან.
„საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ ძირითადად ფოკუსირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების მიმართულებით და საკრებულოს მთავარ და საკომისიო სხდომებში აქტიური ჩართულობით. ასევე ორგანიზაცია ფოკუსირებულია განათლების, ახალგაზრდობის და ლიდერობის მიმართულებით,
2016 წლიდან „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“, ანხორცილებს ისეთ პროექტებს როგორიცაა დემოკრატიის და ლიდერობის სკოლა, თვითმმართველობის სკოლა, ლიდერთა საზაფხულო სკოლა, საჯარო ლექციები დემოკრატიის, თვითმმართველობის, ფემინიზმის, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ და სხვა. ასევე, ორგანიზაციამ აშშ საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა ტრენინგები და სემინარები, STEM აკადემია პედაგოგებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ქალთა და გოგონათა გაძლიერების პროექტი და სხვა.
საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 2017 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებაში და საკუთარი გამოცდილებით ხელს უწყობს თვითმმართველობის განვითარებას.
საზოგადოებრივი განვითარების აკადემია ამ ეტაპზე მონაწილეობს 6 საკრებულოს სხდომებში და 2017 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაუწია საკრებულოს წარმომადგენლებს.
ასევე, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ, 2018 წლის სექტემბრის თვიდან ანხორციელებს საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასებას, რომელიც დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად: 1) ზოგადი შეფასება საკრებულოების მიხედვით. 2) საკრებულოს კომისიის სხდომებში, კომისიის წევრთა აქტიურობის შეფასება. 3) საკრებულოს მთავარ სხდომებში საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასება. აღნიშნული კომპონენტები მოიცავს ისეთ ქვეკომპონენტებს როგორებიცაა: შეკითხვების დასმა, კომენტარების რაოდენობა, დისკუსიებში ჩართულობა, ინიციატივების რაოდენობა, მთავარ და კომისიის სხდომებში მონაწილეობის რაოდენობა, მოხსენებების რაოდენობა და სხვა.