პროექტი "ლიდერთა საზაფხულო სკოლა", საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროექტია, რომელიც ხორციელდებოდა ყოველწლიურად აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ლიდერთა საზაფხულო სკოლის პროექტი ხორციელდება ყოველწლიურად, წელიწადში ერთჯერ ზაფხულის პერიოდში და გრძელდება 4-7 დღის განმავლობაში სადაც St. Cloud სახელმწიფო უნივერსიტეტის, (აშშ) განათლების ადმინისტრირების და ლიდერობის დოქტორანტი ატარებს პრაქტიკულ ლექცია-სემინარების ისეთ მნიშვნელოვან თემების ირგვლივ როგორებიცაა: ლიდერობა, ლიდერობის ტიპები, ლიდერების უნარჩვევები, ოროტორობა, ეფექტური კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და სხვა...
ლიდერთა საზაფხულო სკოლა განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების X, XI, XII კლასის მოსწავლეებისათვის და უმაღლესის სასწავლებლების I, II და III კურსის სტუდენტებისათვის.
ლიდერთა საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20-30 მონაწილეს,
სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სკოლაში მონაწილეობა უფასოა, იხილეთ 2016 წლის (1, 2, 3, 4 ალბომი), 2017 და 2018 წლის ლიდერთა საზაფხულო სკოლის ფოტოები.
პროექტის ფარგლებში განხილული თემები და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს/წარმოადგენდეს ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის პოზიციას.