2016 წლიდან, "საზოგადოებრივი განვითარების აკადემია" ანხორციელებს საჯარო ლექციების პროექტს, რომლის მიზნებია, საზოგადოებამ მიიღოს სიღრმისეულად გაანალიზებული ინფორმაცია აქტიური თემების ირგვლივ, რომელიც დაფუძნებულია კვლევებზე, ფაქტებზე და ანალიტიკაზე.
2016 წლიდან, დღემდე საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ განახორციელა ათამდე საჯარო ლექცია: გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო მაგალითები აშშ-ში, პოლიტიკური რეპრეზენტაცია: პრობლემა თუ პრეტენზია?; თემები, რომელიც ყველამ უნდა მოისმინოს და მოქმედებები რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა), საშუალო განათლების სამართლებრივი საფუძვლები, ძლიერი ქალი, ფინანსური სტაბილურობა და სტარტაპები, ღია მმართველობა და მისი მნიშვნელობა, საჯარო მმართველობა საქართველოში და მსოფლიო წარმატებული მაგალითები, დროული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, აქტიური მოქალაქეობა, თვითმმართველობის ისტორია და სხვა...
საჯარო ლექციების პროექტის განხორციელება 2018 წელსაც გაგრძელდება და ამ წელს ჩატარდება 10 საჯარო ლექცია.
საჯარო ლექციებზე დასწრება შეუძლია ყველას და არის უფასო,
საჯარო ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო მოწვეული უცხოელი სპიკერის შემთხვევაში ლექცია მიმდინარეობს თარჯიმნის დახმარებით,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო მაგალითები აშშ-ში (ნინო ბერაძე)
საშუალო განათლების სამართლებრივი საფუძვლები (ზვიად ბერიძე)
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (კონსტანტინე სვანიძე)
პოლიტიკური რეპრეზენტაცია: პრობლემა თუ პრეტენზია? (ნაზიბროლა ბერიძე გაბაიძე)
ძლიერი ქალი, ფინანსური სტაბილურობა და სტარტაპები (სოფიო ბალანჩივაძე)
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო მაგალითები აშშ-ში (ნინო ბერაძე)