Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_top position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_bottom position below the menu.

Sample Sidebar Module

This is a sample module published to the sidebar_bottom position, using the -sidebar module class suffix. There is also a sidebar_top position below the search.
დემოკრატიის და ლიდერობის სკოლა
  • ქარ-Geo
  • English (UK)

დემოკრატიის და ლიდერობის სკოლა, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროექტია.

დემოკრატიის და ლიდერობის სკოლის პროექტი ხორციელდება  ყოველწლიურად, წელიწადში ერთჯერ და გრძელდება 3 თვის განმავლობაში სადაც ადგილობრივი და მოწვეული სპიკერები ატარებენ ლექციებს ისეთ მნიშვნელოვან თემების ირგვლივ როგორებიცაა: ღია მმართველობის მნიშვნელობა, დემოკრატიის ისტორია და დემოკრატიული ღირებულებები საქართველოსა და მსოფლიოში, ფემინიზმი-ფემინისტური მოძრაობები და შედეგები, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საუკეთესო საარჩევნო მოდელები, საზოგადოებასთან, ურთიერთობა, კონსტუტუცია და კონსტუტუციური ღირებულებები, მედია ინტერვიუები, მედია პლურალიზმი ქვეყნის განვითარების საქმეში,, რელიგია და სახელმწიფო, ეროვნული იდენტობა,, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა, ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში. 

სკოლის მიზანებია სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღოს ინფორმაცია დემკრატიის და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია დემოკრატიული მმართველობის და დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხდება ხალხის მმართველობაში მონაწილეობა, სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიული ფორმები, მედიის როლი დემოკრატიის განვითარების პროცესში და სხვა...

დემოკრატიის და ლიდერობის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 

* X-XI და XII კლასის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, 

* უმაღლესი სასწავლებლების I, და II კურსის სტუდენტებს, 

დემოკრატიის და ლიდერობის სკოლაში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 35-ს, 

სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე,

სკოლაში მონაწილეობა უფასოა, 

 

        დემოკრატიის ისტორია (მალხაზ ჭკადუა)

        ღია მმართველობა და ელექტრონული მთავრობა (რომა დოლაბერიძე)

       არჩევნები და საარჩვენო სისტემები საქართველოსა და მსოფლიოში (გიორგი ხიმშიაშვილი)

         მედია პლურალიზმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების საქმეში (ირინა ყურუა)

         ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება და საზოგადოების ჩართულობა (ზვიად ბერიძე)

        რელიგია და დემოკრატიული საზოგადოება (მამუკა საფარიძე)

        ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკაში (ნაცო ბერიძე)

ნავიგაცია

111 Vakhtang Gorgasali St, Batumi 6010